• December

    6

    2023
  • 92
  • 0
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორად ვახტანგ გაბრიჭიძე დაინიშნა

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორად ვახტანგ გაბრიჭიძე დაინიშნა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ვახტანგ გაბრიჭიძე წარუდგინა.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ალექსანდრე დარახველიძემ მიგრაციის დეპარტამენტის ახლადდანიშნულ დირექტორთან ერთად დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განიხილა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

ვახტანგ გაბრიჭიძე მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე დანიშვნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორის თანამდებობას იკავებდა. ვახტანგ გაბრიჭიძე უწყებაში ათი წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor