• December

    6

    2023
  • 102
  • 0

ვლადიმერ პუტინი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში ჩავიდა.

რუსეთის პრეზიდენტი მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაინის შეხვდა.

რუსული მედიის ცნობით, მასთან შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ურთიერთობა უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა. პუტინის თქმით, გასულ წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 67 პროცენტზე მეტით გაიზარდა.

როგორც მედია წერს, ვლადიმერ პუტინმა ასევე ისაუბრა ინვესტიციებისა და სამრეწველო თანამშრომლობის ზრდაზე, იმ პროექტებზე, რომლებიც ნავთობისა და გაზის სექტორშია დაგეგმილი. მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაინმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ვლადიმერ პუტინის როლი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor