
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას აღნიშნავს
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას აღნიშნავს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქუჩებსა და შენობებზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებია გამოფენილი.
ამასთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დღეს თბილისში, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე საერთო სახალხო ზეიმი გაიმართება.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გუშინ, 14 დეკემბერს მიანიჭა.





