• December

    15

    2023
  • 387
  • 0
რას საყვედურობენ პრეზიდენტს 100 წლის წინ დახვრეტილი გმირების შთამომავლები ?

რას საყვედურობენ პრეზიდენტს 100 წლის წინ დახვრეტილი გმირების შთამომავლები ?

მოხდა სამარცხვინო ფაქტი, როცა ფინანსთა სამინისტრომ ფაქტობრივად გადაულახავი ჯებირი დაუწესა 100 წლის წინ დახვრეტილ ეროვნული გმირების შთამომავლებს. ხსენებული სამინისტროს მოხელეები გმირების შთამომავლობისგან მოითხოვენ სამკვიდროს, რომელსაც ვერც ერთი ნოტაროუსი ვერ გასცემს. აქ დგება კითხვა : რასთან გვაქვს საქმე, მორიგ ტაშფანდურზე, როცა მაღალი რიტორიკა გაისმის სამშობლოს სიყვარულზე, თავდადებაზე, ხოლო, მეორე დღეს არავის არაფერი ახსოვს – ცხოვრება დგება თავის კალაპოტში და მოქალაქეებზე კვლავ ძალადობს უსულო ბიუროკრატიული მანქანა.

ჩვენი გამოცემა დაუკავშირდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთ საპასუხიმგებლო პირს კითხვით, თუ რა ბედი ელის იმ კომპენსაციას, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებით გაეცათ სამხედრო ცენტრის წევრების შთამომავლებს. პასუხს ერთი კვირაა ველით, თუმცა ხსენებული პირი დაგვპირდა, რომ მოახსენებდა პრეზიდენტს შექმნილ გაურკვეველ ვითარებას – კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ.

ახლა გთავაზობთ ერთ-ერთი გმირის შთამომავლის ბლიც-ინტერვიუს.

ჩვენი რესპონდენტი ამ ეტაპზე ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს, თუმცა მას აქვს უფლება ილაპარაკოს ყველა დახვრეტილი გმირის შთამომავლის სახელით. ის იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი ჩაერევა ამ საქმეში და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად მიიღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებას, რადგან არსებული კანონი არ შეესაბამება იმ ვითარებას, რომელიც შეიქმნა.

– მართლაც, რომ უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით შთამომავლები. უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა პრეზიდენტს, რომ დააფასა ჩვენი წინაპრების გმირობა, მიანიჭა მათ სახელმწიფოს სახელით ეროვნული გმირების წოდება და ფულადი კომპენსაციაც აღუთქვა მათ შთამომავლებს, ასევე, მადლობა თქვენს ინტერნეტ გამოცემას, რომ ერთადერთმა მხარში ამოგვიდგა და ჩვენი თუ შეიძლება ასე ითქვას გასაჭირი საზოგადოებას გაუჟღერა, მაგრამ ჩვენ არ ვეთანხმებით თქვენი ჟურნალისტის თამთა მაისურაძის სიტყვებს თითქოსდა შთამომავლებს არ აქვთ არავითარი პრეტენზია პრეზიდენტთან. შესაძლოა, ქალბატონ თამთას აქვს პირადი სიმპატია პრეზიდენტის მიმართ, მაგრამ ერც ერთმა შთამომავალმა არ განაცხადა, რომ მას არ აქვს პრეტენზია პრეზიდენტთან. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი, არათუ არაფერ შეაშია, არამედ, სამწუხაროდ, თავშია. დიდი მადლობა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომ მან პირველმა აღიარა სამხედრო ცენტრის უზარმაზარი დამსახურება სამშობლოს წინაშე თავისი წინამორბედებისგან განსხვავებით, მაგრამ ქალბატონ სალომეს უნდა სცოდნოდა კანონები. აღმოჩნდა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ამ შემთხვევაში ძალზე მოიკოჭლებს, მეტიც,  არ შეესაბამება კონკრეტულ აი, ამ ვითარებას.

და კონკრეტულად რაში შეცდა პრეზიდენტი ?

-ჩემი აზრით, პრეზიდენტმა უნდა იცოდეს კანონები, ხოლო თუ არ იცის, ამისთვის მას აუცილებლად ეყოლება იურისტთა ჯგუფი, რომლებთანაც უნდა გაევლო კონსულტაცია. იურისტები მოახსენებდნენ, რომ არსებული კანონმდებლობით შთამომავლები ვერ მიიღებდნენ კომპენსაციას, რადგან ფინანსთა სამინისტრო მათ მოსთხოვდა სამკვიდროს. ეს ის დოკუმენტია, რომელსაც ვერ გასცემდა ვერც ერთი ნოტარიუსი, რადგან სამხედრო ცენტრის წევრები დახვრიტეს და მათი ქონების კონფისკაცია განახრციელეს ბოლშევიკებმა. ეს იმას ნიშნავს, რომ არავითარი სამკვიდროს დატოვება მათ არ შეეძლოთ. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ სამკვიდრო მოითხოვება იმ შემთხვევაში, როცა კონკრეტული პირი უტოვებს მემკვიდრეს თავის ქონებას, რაც ამ შემთხვევისთვის აბსურდია. ასევე, შეუძლებელია, რომ არსებობდეს მათი გარდაცვალების მოწმობა, რასაც მოითხოვს ფინანსთა სამინისტრო და ნოტარიუსი. სხვათა შორის, ნოტარიუსებსაც უკვირთ, რომ სამკვიდროს თხოულობენ ფულადი კომპენსაციის შემთხვევაში.

დაგვიზუსტეთ, რა პრეტენზია გაქვთ ფინანსთა სამინისტროსთან ?

-რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ჩვენ არავითარი პრეტენზია ფინანსთა სამინისტროსთან არ გვაქვს. ფინანსთა სამინისტრო ღებულობს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, გაეცით ფულადი კომპენსაცია გმირების შთამომავლობასო. კი ბატონო, ამბობს, ფინანსთა სამინისტრო, მაგრამ კანონის მიხედვით, პატივცემულმა შთამომავლებმა წარმოგვიდგინონ სამკვიდრო… ფინანსთა სამინისტროს გაგებაც შეგვიძლია, მით უმეტეს, როდესაც გიკითხავენ კანონის მოთხოვნას, მაგრამ ეს კანონი არ შეესაბამება ფულადი კომპენსაციის გაცემას.

მაშინ, რა უნდა მოიმოქმედოს პრეზიდენტმა ?

-პრეზიდენტი ვალდებულია გაითვალისწინოს ის ნიუანსები და ის შედეგები, რაც შეიძლება მოჰყვეს მის განკარგულებას. მას უნდა სცოდნოდა ეს კანონი, რომელსაც გვიკითხავენ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები და, როგორც ქვეყნის მეთაური, ვალდებული იყო, გაეცა განსაკუთრებული განკარგულება, კერძოდ, ამ შემთხვევიდან გამომდინარე შეუძლებელია სამკვიდროს გაცემა, რადგან დახვრეტილების ქონება დაექვემდებარა კომფისკაციას, ანუ მათ არაფერი არ დარჩათ, რომ გადმოეცათ შთამომავლებისთვის. მას უნდა ეთქვა, რომ ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, რომ სახელმწიფო მათ აძლევს ფულად კომპენსაციას და ერთადერთი, რაც მოეთხოვება შთამომავლობას ამ კომპენსაციის მიღებისთვის არის ის, რომ შთამომავლობამ უნდა წარუდგინოს ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ისინი არიან დახვრეტილი გმირების შთამომავლები და არა ვიღაც თვითმარქვიები, რომლებმაც გადაწყვიტეს ხელის მოთბობა პრეზიდენტის კეთილშობილურ გადაწყვეტილებაზე.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტამდე მივა ჩვენი გულისტკივილი და ის, როგორც სახელმწიფოს მეთაური, მიიღებს სათანადო სამართლიან გადაწყვეტილებას.

დაუშვათ, პრეზიდენტმა არ მიიღო სათანადო გადაწყვეტილება, რას აპირებთ ?

-სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში მოგვიწევს საპროტესტო აქციების გამართვა პრეზიდენტის რეზიდენციასთან. არავინ ეხვეწებოდა მას, რომ ფულადი კომპენსაცია გამოეყო. ეს მისი გადაწყვეტილება იყო და ახლა ინებოს, ბოლომდე მიყვეს ამ საქმეს და სამართლიანად გადაწყვიტოს ეს საკითხი. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით პრეზიდენტის სამართლიან გადაწყვეტილებას. თუ ის პრეზიდენტია, ქვეყნის მეთაური ვალდებულია მის მიერ დაწყებული კეთოლშობილური საქმე სამართლიანად დაასრულოს.

ქეთი ხომერიკი

( გაგრძელება იქნება )

ასევე იხილეთ : 100 წლის წინ დახვრეტილი გმირების ,, დახმარებით ” პრეზიდენტს სკანდალში ხვევენ ?  – 5 დეკემბერი 2023

 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor