• December

    26

    2023
  • 98
  • 0
ირაკლი ზარქუა – არჩევნები კარს არის მომდგარი და ოპოზიციისგან დაძაბულობის შექმნა, სიცრუის ტირაჟირება გაათმაგებული იქნება, მზად ვართ, ამ ხელმოცარულებს სიმართლე და შედეგი დავუპირისპიროთ

ირაკლი ზარქუა – არჩევნები კარს არის მომდგარი და ოპოზიციისგან დაძაბულობის შექმნა, სიცრუის ტირაჟირება გაათმაგებული იქნება, მზად ვართ, ამ ხელმოცარულებს სიმართლე და შედეგი დავუპირისპიროთ

არჩევნები კარს არის მომდგარი და ოპოზიციის მხრიდან დაძაბულობის შექმნა გაათმაგებული იქნება, მათ შორის იქნება სიცრუის ტირაჟირება, დაბრალება, შეკვეთილი სტატიები და სიუჟეტები, ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს, მზად ვართ, რომ ამ ხელმოცარულებს სიმართლე, საქმის კეთება და შედეგი დავუპირისპიროთ, როგორც ეს სტატუსის შემთხვევაში მოხდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ოპოზიციაში არის ხალხი, ვისაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სულაც არ გახარებია.

„ახლა ჩუმად არიან და ჩირგვებში არიან შემძვრალი. რომელიმე გამოვიდა და თქვა, რომ შეცდომაში ვიყავით შესული და გულითადად ვულოცავთო? – ეს არ გაუკეთებიათ. პარლამენტში ჩვენ ევროკავშირის დროშებით მოვედით, თავად ისიც იკადრეს და თქვეს, ჩვენ არ დაგვიდესო. ჩვენი ოთახებიდან მოვიტანეთ. თავად რატომ არ გააკეთეს? – თავად შინაგანად არ არიან არც ევროპელები და არც ამ ქვეყნის მოკავშირეები. რა დაკვეთაც არის, იმას ასრულებენ. როგორ დავიჯერო, რომ სტატუსის მონიჭება სამადაშვილს გაუხარდა, რომელიც ბრიუსელში დადიოდა და ამბობდა, ქვეყანას სტატუსი არ მიანიჭოთო? ოპოზიციაში სწორედ ასეთი ხალხი გვყავს“, – განაცხადა ზარქუამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor