• December

    26

    2023
  • 118
  • 0
რუსულმა მხარემ შავი ზღვის ფლოტის სადესანტო გემ „ნოვოჩერკასკიზე“ თავდასხმა დაადასტურა

რუსულმა მხარემ შავი ზღვის ფლოტის სადესანტო გემ „ნოვოჩერკასკიზე“ თავდასხმა დაადასტურა

რუსულმა მხარემ შავი ზღვის ფლოტის სადესანტო გემ „ნოვოჩერკასკიზე“ თავდასხმა დაადასტურა და განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად გემი დაზიანდა. აღნიშნულის შესახებ „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

მათივე ცნობით, დიდ სადესანტო ხომალდ „ნოვოჩერკასკის“ თავს დაესხა უკრაინული თვითმფრინავი მართვადი რაკეტებით.

ამასთან, ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის განცხადებით, თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. აქსიონოვმა აღნიშნა, რომ ასევე დაზიანდა ექვსი შენობა.

არსებული ინფორმაციით, პორტის სატრანსპორტო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

მანამდე, უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი“ გაანადგურეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor