• December

    26

    2023
  • 120
  • 0
დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდის გამოყოფაზე დასტურისთვის უნგრეთს ერთი თვის ვადა მიეცა, თუ შედეგი არ იქნება, თანხა მაინც გამოიყოფა

დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდის გამოყოფაზე დასტურისთვის უნგრეთს ერთი თვის ვადა მიეცა, თუ შედეგი არ იქნება, თანხა მაინც გამოიყოფა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას. ამის შესახებ კულებამ ტელემარათონის დროს განაცხადა.

კულებამ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არა უნგრეთის ვეტოს გამო, არამედ იმიტომ, რომ დარჩენილი 26 ევროპული ქვეყანა უნგრეთს აძლევს დროს, რათა საბოლოოდ შეთანხმდნენ უკრაინის გაწევრიანებაზე.

„მათ არ სურთ, ჰქონდეთ სიტუაცია, სადაც „მინუს ერთი“ გადაწყვეტილებები მუდმივად მიიღება“, – ამბობს კულება.

ამასთან კულებამ აღნიშნა, რომ უნგრეთს მოლაპარაკებისთვის ერთი თვე მიეცა, მაგრამ თუ შედეგი არ იქნება, თანხა მაინც გამოიყოფა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor