• January

    22

    2024
  • 192
  • 0
იაგო ხვიჩია – ეკლესიასთან ბრძოლაში მოწინავე ხელისუფლებაა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ოპოზიციაშიც იქნება ხალხი, ვისაც ასეთი გართობა მოსწონს

იაგო ხვიჩია – ეკლესიასთან ბრძოლაში მოწინავე ხელისუფლებაა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ოპოზიციაშიც იქნება ხალხი, ვისაც ასეთი გართობა მოსწონს

ეკლესიასთან ბრძოლაში მოწინავე ხელისუფლებაა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ოპოზიციაშიც იქნება ხალხი, ვისაც ასეთი გართობა მოსწონს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იაგო ხვიჩია განმარტავს, რა შეიძლება იყოს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის მიზეზი.

„ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას ვხედავ, მაგრამ მთავარი მებრძოლები არიან „ქოცები“. სწორედ მათ გამოაქვეყნეს კრებსები, ისინი უსმენდნენ მღვდლებს და მღვდლების შეყვარებულებს, შემდეგ კი საზოგადოებას ეს ინფორმაცია გააცნეს. შეიძლება, ეკლესიას სხვაც ებრძვის, მაგრამ ეკლესიასთან ამაზე მეტად არავის უბრძოლია. ეკლესიასთან ბრძოლაში მოწინავე ხელისუფლებაა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ოპოზიციაშიც იქნება ხალხი, ვისაც ასეთი გართობა მოსწონს. მიზანი შეიძლება იყოს, რომ მიგაჩნდეს, რომელიღაც მღვდელი შენი მხარდამჭერი არ არის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor