• January

    22

    2024
  • 113
  • 0
რეზიდენტურის პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრო 150-მდე სტუდენტის საზღვარგარეთ სწავლას დააფინანსებს

რეზიდენტურის პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრო 150-მდე სტუდენტის საზღვარგარეთ სწავლას დააფინანსებს

რეზიდენტურის პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრო 150-მდე სტუდენტის საზღვარგარეთ სწავლას დააფინანსებს, – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

აზარაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიონი ლარი იქნება, რაც მოიცავს როგორც სწავლების, ასევე ცხოვრების ყველანაირ ხარჯს.

„მინდა, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ გითხრათ. ეს ეხება ზოგადად სახელმწიფო კლინიკებში თანამშრომლების კვალიფიკაციის დონის ამაღლებას, რაც გულისხმობს წარმატებული სტუდენტების შერჩევას. სამინისტროს ბიუჯეტით, მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში ჩვენ უზრუნველყოფთ 100-დან 150-მდე სტუდენტის საზღვარგარეთ გაშვებას. სრულად იქნება დაფინანსებული მათი რეზიდენტურის ხარჯები. ქვეყანას ორი-სამი წლის შემდეგ ეყოლება ძალიან სერიოზული სამედიცინო აქტივი იქიდან დაბრუნებული სტუდენტების სახით, რომელთაც ჩვენ გარანტირებულად შევთავაზებთ სახელმწიფო სამედიცინო კლინიკებში დასაქმებას. პირველ ეტაპზე პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიონი ლარი იქნება, რაც მოიცავს როგორც სწავლების, ასევე იქ ცხოვრების ყველანაირ ხარჯს. რეზიდენტურის პროგრამა იქნება 18-დან 24 თვემდე თითოეული სტუდენტისთვის“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor