• January

    22

    2024
  • 82
  • 0
სუს-ი – ბათუმში ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ შეტყობინებები განხორციელდა ქვეყნის ფარგლებს გარედან, მითითებულ იქნა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის ტელეფონის ნომერი

სუს-ი – ბათუმში ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ შეტყობინებები განხორციელდა ქვეყნის ფარგლებს გარედან, მითითებულ იქნა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის ტელეფონის ნომერი

ბათუმში ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ შეტყობინებები განხორციელდა ქვეყნის ფარგლებს გარედან, მითითებულ იქნა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის ტელეფონის ნომერი, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

„მიმდინარე წლის 21 იანვარს შემოსულ იქნა შეტყობინებები ქალაქ ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ.

მიღებულ შეტყობინებებთან დაკავშირებით სპეციალური ღონისძიებები იქნა გატარებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.

ამ ეტაპზე მოპოვებული ოპერატიული მონაცემების ანალიზით, შეტყობინებები ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ განხორციელდა ქვეყნის ფარგლებს გარედან, სადაც მიზანმიმართულად მითითებულ იქნა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი“, – აცხადებენ სუს-ში.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე.

სუს-ის ცნობით, მიმდინარე ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში, შეტყობინებების ინიციატორის იდენტიფიცირების მიზნით, დახმარებისთვის ეცნობათ პარტნიორი ქვეყნების უწყებებს.

„ამასთან, გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2023 წლის 30 დეკემბერს და მიმდინარე წლის 17 იანვარს ცრუ შეტყობინებები „გალერეა თბილისში“ ტერორისტული თავდასხმის შესახებ მიღებულ იქნა საზღვარგარეთიდან და ის უკავშირდება საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, სადაც ჩართული არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან.

ასევე, ხსენებული შეტყობინებების ინიციატორებად იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფი კონკრეტულ პირთა წრე. ფაქტთან დაკავშირებით გატარებული იქნა შესაბამისი სპეციალური ღონისძიებები.

საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor