• February

    9

    2024
  • 127
  • 0
ალეკო ელისაშვილი – არ მჯერა, რომ პრეზიდენტის იდეიდან რამე გამოვა, რადგან ოპოზიციის ლიდერები ზედმეტად ამბიციურები და ამპარტავნები არიან

ალეკო ელისაშვილი – არ მჯერა, რომ პრეზიდენტის იდეიდან რამე გამოვა, რადგან ოპოზიციის ლიდერები ზედმეტად ამბიციურები და ამპარტავნები არიან

არ მჯერა, რომ პრეზიდენტის იდეიდან რამე გამოვა, რადგან ოპოზიციის ლიდერები ზედმეტად ამბიციურები და ამპარტავნები არიან, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის იდეა არის სწორი და დროული, რათა პროევროპული პარტიების კონტური მოიხაზოს.

„თუ გვინდა, ოქტომბერში ხელისუფლება შეიცვალოს, ვერცერთი ოპოზიციონერი ამას ვერ შეძლებს. შესაბამისად, რაღაც ერთობა აუცილებელია. სწორედ ამას ეხმიანება ინიციატივა. არ მჯერა, რომ აქედან რამე გამოვა, რადგან ოპოზიციის ლიდერები ზედმეტად ამბიციურები და ამპარტავნები არიან. ვნახოთ, ამბიციების მოთოკვას შევძლებთ, თუ არა. აქამდე რომ ვერ შევძელით, ამიტომ ვერ შევძელით ხელისუფლების ცვლილებაც. ამიტომ, სწორი დასკვნებიც უნდა გამოვიტანოთ“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor