
- By Keti Khomeriki
- In სამართალი, სიახლეები
,,სდსს-ის ხელმძღვანელობამ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ თანამშრომელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე 1998 წლის 9 თებერვალს განხორციელებული ტერორისტული აქტიდან 26 წელი გავიდა.
ტერაქტის შედეგად დაიღუპა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორი თანამშრომელი : დავით კოკაური და კახა შევარდენიძე.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები ორთაჭალაში, მემორიალთან ტრადიციულად შეიკრიბნენ, დაღუპულ თანამშრომლებს პატივი მიაგეს და შემთხვევის ადგილი გვირგვინით შეამკეს.
ინფორმაციას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ავრცელებს.









