• March

    20

    2024
  • 78
  • 0
კვლევის თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეების 22%-ს ევროკავშირისთვის უფრო ძლიერი უფლებამოსილებების გადაცემა სურს, 46% კი ემხრობა საკუთარი ქვეყნის გადაწყვეტილებების გაძლიერებას

კვლევის თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეების 22%-ს ევროკავშირისთვის უფრო ძლიერი უფლებამოსილებების გადაცემა სურს, 46% კი ემხრობა საკუთარი ქვეყნის გადაწყვეტილებების გაძლიერებას

ევროკავშირის მოქალაქეების 22 პროცენტს სურს ევროკავშირისთვის უფრო ძლიერი უფლებამოსილებების გადაცემა, 46 პროცენტი კი, ემხრობა საკუთარი ქვეყნის გადაწყვეტილების მიღების გაძლიერებას, – ამის შესახებ აღნიშნულია „ევრონიუსისთვის“ ჩატარებულ „იფსოსის” კვლევაში, რომელიც ივნისში დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებს უკავშირდება.

ევროკავშირის მასშტაბით 18 ქვეყანაში 25 000 ადამიანი გამოიკითხა. 6-9 ივნისს 400 მილიონი ადამიანი ევროპარლამენტის 720 წევრს აირჩევს. პროევროპული სენტიმენტები ყველაზე ძლიერია პორტუგალიაში, სადაც ყოველი მესამე (36%) უყურებს ბრიუსელს, რათა მოაგვაროს მთავარი გამოწვევები – მაშინ, როცა საფრანგეთში ამომრჩეველთა 63 პროცენტს ურჩევნია გადაწყვეტილებების მიღება პარიზში.

კვლევის თანახმად, ევროკავშირის „მწვანეთა კოალიცია“ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ყველაზე მეტად არის ევროკავშირის მომხრე. ამის საპირისპიროდ, მემარჯვენე „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტების” ამომრჩეველთა თითქმის ორ მესამედს (65%) და „იდენტობისა და დემოკრატიის ჯგუფის” ოთხ მეხუთედს (75%) სურთ, რომ პრობლემებს ცალკეული ქვეყნები წყვეტდნენ. ევროკავშირში მცხოვრები ახალგაზრდების ერთ მეოთხედს (18-29) სურს უფრო ძლიერი ევროკავშირი, მაგრამ ეს მაჩვენებელი მხოლოდ 20 პროცენტამდე ეცემა 50-64 წლის ასაკის ამომრჩევლებში.

„ევრონიუსი” წერს, რომ შედეგები ასახავს უფრო ფართო პროგნოზებს, რომლებიც აჩვენებენ გადაადგილებას პროევროპული მწვანე და ლიბერალური პარტიებიდან რადიკალური მემარჯვენეებისკენ, რაც, სავარაუდოდ, შეაფერხებს ბრიუსელის გადაწყვეტილების მიღების პროცესს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor