• March

    20

    2024
  • 104
  • 0
ვახტანგ გომელაური – კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, გაგრძელდა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარება, ოფიცრებმა უკვე დაიწყეს მუშაობა ბათუმსა და რუსთავში

ვახტანგ გომელაური – კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, გაგრძელდა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარება, ოფიცრებმა უკვე დაიწყეს მუშაობა ბათუმსა და რუსთავში

კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, გაგრძელდა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარება, როგორც გასულ წელს ამ ტრიბუნიდან გავაჟღერეთ, მართლწესრიგის ინსტიტუტი რუსთავსა და ბათუმში  2023 წელს ამოქმედდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის კონცეფციაზე.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებს რამდენიმე ათეული, ენერგიული ახალგაზრდა შემოუერთდა, რომლებიც მართლწესრიგის ოფიცრის რანგში იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქტიურად მუშაობს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის კონცეფციაზე, გაცხადებული გეგმის თანახმად, განხორციელდა ანალიტიკური ქსელის გაფართოება მთელი ქვეყნის მასშტაბით და დღეის მდგომარეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში 94 ანალიტიკოსი მუშაობს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor