• September

    12

    2023
  • 122
  • 0
ომბუდსმენი – ქუთაისის N2 და ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ამ დროისთვის, რამე არეულობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება

ომბუდსმენი – ქუთაისის N2 და ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ამ დროისთვის, რამე არეულობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქუთაისის N2 და ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. ბუნტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

როგორც განცხადებაში ომბუდსმენი აღნიშნავს, დაწესებულებებში იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ამ დროისთვის რამე არეულობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.

„სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს სიტუაციაზე დაკვირვებას და მზად არის, მომართვის შემთხვევაში, თითოეული საქმე გადაამოწმოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება და უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების ბუნტია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor