
- By Keti Khomeriki
- In სიახლეები
ირაკლი კობახიძე – „ვეტინგის“ თემა დახურულია, ის ეწინააღმდეგება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, ვერ დავუშვებთ ამ პრინციპების ხელყოფას
„ვეტინგი“ ეწინააღმდეგება არა მარტო საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, არამედ ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ვეტინგი“ ეწინააღმდეგება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპებს და სწორედ ამიტომ არის მიუღებელი.
„ჩვენ არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ შემიძლია, გავიმეორო, რომ ეს თემა არის აბსოლუტურად დახურული, „ვეტინგი“ ეწინააღმდეგება არამარტო საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, არამედ ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებს. პირველ რიგში, ეწინააღმდეგება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. სწორედ ამიტომ არის მიუღებელი ჩვენთვის „ვეტინგი“. ყველაფერზე მაღლა დგას კონსტიტუციური სამართალი, სამართლის უზენაესობა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი. ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებთ ამ პრინციპების ხელყოფას“, – განაცხადა კობახიძემ.




