• March

    25

    2024
  • 93
  • 0
მედიის ცნობით, აზერბაიჯანში ამხილეს პირები, რომლებიც ტერაქტების განხორციელებას გეგმავდნენ

მედიის ცნობით, აზერბაიჯანში ამხილეს პირები, რომლებიც ტერაქტების განხორციელებას გეგმავდნენ

აზერბაიჯანში ამხილეს პირები, რომლებიც ტერაქტების განხორციელებას გეგმავდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედიასაშუალებები ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულია აზერბაიჯანის მოქალაქე, ბაჰრუზ ასკეროვი, რომელიც რუსეთის ფედერაციის ქალაქ მურმანსკში ცხოვრობს. მათივე ცნობით, აღნიშნული პირი სხვა პირებს დაეკონტაქტა აზერბაიჯანში ტერორისტული აქტის მოწყობის მიზნით, რასაც ადამიანების სიკვდილი უნდა მოჰყოლოდა.

კერძოდ, გამოძიების მიხედვით, ასკეროვი აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ პირებთან საიდუმლო კავშირს ამყარებდა და აძლევდა განკარგულებებს, რათა აზერბაიჯანის სამხრეთით მდებარე ქალაქ ლენქორანის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურზე თავდასხმა მოეწყოთ. ასევე, გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ბაჰრუზ ასკეროვმა დაავალა მოკავშირეებს, შეთქმულება მოეწყოთ უცხო ქვეყნის მოქალაქის წინააღმდეგ, რომელიც აზერბაიჯანის სხვადასხვა რაიონში ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობდა. ამას გარდა, როგორც აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, დაკავებული პირი გეგმავდა, სხვადასხვა პირის სამხედრო მომზადება ჩაეტარებინა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. უწყებაში აცხადებენ, რომ ამჟამად კომპლექსური საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება, რათა საქმის ყველა დეტალი გახდეს ცნობილი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor