• September

    14

    2023
  • 71
  • 0
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ სტრასბურგში, ევროპარლამენტში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ სტრასბურგში, ევროპარლამენტში შეხვედრები გამართა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ 12-13 სექტემბერს, სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარული სხდომის ფარგლებში, შეხვედრები გამართეს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტის წევრებთან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარესთან, საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელთან, საგარეო საქმეთა კომიტეტის, თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის და ადამიანის უფლებების დაცვის ქვეკომიტეტის წევრებთან.

მათივე ცნობით, შეხვედრებისას განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა და საქართველოს პროგრესი, ასევე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოს პერსპექტივა. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს და საფრთხეებს, ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილების მნიშვნელობას საქართველოსთან მიმართებაში.

ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტში 20-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor