• May

    16

    2024
  • 90
  • 0
შალვა პაპუაშვილი – სცენაზე ვხედავთ უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური „ენჯეოებისა“ და რადიკალური ოპოზიციის სიმბიოზს, ისინი ერთმანეთში არიან არეული

შალვა პაპუაშვილი – სცენაზე ვხედავთ უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური „ენჯეოებისა“ და რადიკალური ოპოზიციის სიმბიოზს, ისინი ერთმანეთში არიან არეული

სცენაზე ვხედავთ უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური „ენჯეოების“ და რადიკალური ოპოზიციის სიმბიოზს,ისინი ერთმანეთში არიან არეული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური „ენჯეოები“ აქციის მშვიდობიან ხასიათის ძალადობრივში გადაზრდას ცდილობდნენ.

„სცენაზე ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის და რადიკალური ენჯეოების სიმბიოზს. ისინი უკვე დგანან არა გვერდიგვერდ, არამედ ერთმანეთში არიან არეული. ეს არის სიმბიოზი უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური „ენჯეოებისა“ და რადიკალური ოპოზიციური პარტიებისა, რომლებსაც ასევე უცხოეთიდან მფარველობენ. ესენი არიან ზუსტად ორგანიზატორები. ხაზგასასმელია და სკანდალურია ისიც, რომ „ენჯეოები“ აქციების მშვიდობიან ხასიათს ძალადობრივში გადაზრდიდნენ ხოლმე. სწორედ მათი მხრიდან ხდებოდა სცენიდან მოწოდება, მომხდარიყო პარლამენტის შენობის ბლოკირება, რაც თავისთავად კანონდარღვევაა. ყველა კარგად აცნობიერებდა, რომ ამ ბლოკირებას მოჰყვებოდა ფიზიკური კონტაქტი პოლიციასთან და შესაბამისად, ინსპირაცია ძალადობრივი სცენარისა. ჩვენ ვხედავდით თავდასხმას პარლამენტის შენობაზე, თავდასხმას პოლიციელებზე და ზუსტად „ენჯეოების“ ინსპირირებული იყო ძალადობრივი აქტები“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor