• June

    28

    2024
  • 94
  • 0
თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახური 60 ვაკანსიაზე კონკურსს აცხადებს

თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახური 60 ვაკანსიაზე კონკურსს აცხადებს

თბილისის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეული – უსაფრთხოების საქალაქო სამსახური 60 ვაკანსიაზე კონკურსს აცხადებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დეტალური ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ გამოქვეყნდება პირველ ივლისს, საჯარო სამსახურის ვაკანსიების ვებგვერდზე – hr.gov.ge.

„თბილისის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულია უსაფრთხოების საქალაქო სამსახური, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა ობიექტის, მუნიციპალური დაწესებულებების შენობებისა და ქონების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან. გარდა ამისა, მონაწილეობს თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გამართული ღონისძიებებისა და სხვადასხვა აქტივობების უსაფრთხოდ ჩატარების პროცესში. ამ პოზიციაზე, გარდა იმისა, რომ უნდა აკმაყოფილებდნენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, გვჭირდება
ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გუნდური მუშაობა და მოქალაქეებთან ეფექტური კომუნიკაცია. დასაქმებულებს ხელი შეეწყობათ კვალიფიკაციის ამაღლებაში და პერიოდულად გაივლიან გადამზადებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დაინტერესებულ პირებს კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდა და წარმატებები უსურვა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor