• September

    14

    2023
  • 73
  • 0
ოზურგეთის მერი – ახლა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია მოქალაქეებისთვის დახმარების მიწოდება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა და სტიქიის ზიანის შეფასება

ოზურგეთის მერი – ახლა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია მოქალაქეებისთვის დახმარების მიწოდება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა და სტიქიის ზიანის შეფასება

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში გეოლოგები აგრძელებენ მუშაობას. პარალელურად, დაზარალებულ მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარება ურიგდება.

ამავდროულად, შესაბამისი სამსახურების მხრიდან მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.

ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, სოფელ ნაგომარში საავტომობილო გზაზე დროებითი ხიდი ეწყობა, ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და საპროექტო ჯგუფი.

„სტიქიამ ასევე პრობლემები შეუქმნა სოფელ ჯუმათში, ჭოკლაურის უბანს, სადაც მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად დაზიანდა გზა და საცხოვრებელი სახლები. ამ წუთებში აქტიურად მუშაობს მუნიციპალური წყალმომარაგების კომპანია „სატისის“ ტექნიკური ჯგუფიც, რათა უმოკლეს დროში აღვადგინოთ წყლის მიწოდება. ახლა ჩვენი პრიორიტეტია მოქალაქეებისთვის დახმარების მიწოდება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა და ზიანის შეფასება“, – განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor