• July

    20

    2024
  • 65
  • 0
იუსტიციის სამინისტრომ ახალგაზრდული პროექტი დაიწყო

იუსტიციის სამინისტრომ ახალგაზრდული პროექტი დაიწყო

ყვარლის სასწავლო ცენტრში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოადგილეებთან ერთად ახალგაზრდულ კლუბ YOUTHTITIA-ს წევრებს შეხვდა. მინისტრმა სტუდენტებს წარმატებები უსურვა და კლუბის წევრებს სამინისტროს საქმიანობის სფეროები და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.

„კონკურსის წესით არჩეულ იქნა 30 სტუდენტი, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ, ერთი წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გაიარონ პრაქტიკა; განახორციელონ პროექტები, რომელთაც დააფინანსებს იუსტიციის სამინისტრო. ვფიქრობ, ეს უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს დაეხმარება პროფესიულ განვითარებაში, ასევე, ქმედით დახმარებას გაუწევს სახელმწიფოს ახალგაზრდა, მოტივირებული, მაღალკვალიფიციური და ინიციატივიანი კადრების მოძიებაში“, – განაცხადა სტუდენტებთან შეხვედრაზე რატი ბრეგაძემ.

პირველ ეტაპზე ახალგაზრდული კლუბის წევრები ორდღიან ტრენინგს გაივლიან გუნდური შეჭიდულობისა და იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის შესახებ.

„YOUTHTITIA“ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მეორე-მეოთხე კურსის სტუდენტებსა და მაგისტრანტებს მრავალფეროვან სასწავლო აქტივობებს, თემატურ შეხვედრებსა და საავტორო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას სთავაზობს.

კლუბის წევრებად საქართველოს ავტორიზებული უნივერსიტეტებიდან 30 სტუდენტი იქნა შერჩეული ერთი წლის ვადით.

პლატფორმა საშუალებას იძლევა, სტუდენტებმა განივითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები, გაიღრმაონ დარგობრივი ცოდნა, ჩაერთონ საჯარო მმართველობის პროცესში და მონაწილეობა მიიღონ იუსტიციის სამინისტროს რეფორმებში. პროფესიული უნარ-ჩვევები, გაიღრმაონ დარგობრივი ცოდნა, ჩაერთონ საჯარო მმართველობის პროცესში და მონაწილეობა მიიღონ იუსტიციის სამინისტროს რეფორმებში.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor