• July

    25

    2024
  • 86
  • 0
ბენიამინ ნეთანიაჰუ – იმ დღეს, როდესაც ჩვენ „ჰამასს“ დავამარცხებთ, ახალი ღაზა აღმოცენდება

ბენიამინ ნეთანიაჰუ – იმ დღეს, როდესაც ჩვენ „ჰამასს“ დავამარცხებთ, ახალი ღაზა აღმოცენდება

იმ დღეს, როდესაც ჩვენ „ჰამასს“ დავამარცხებთ, ახალი ღაზა აღმოცენდება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის კონგრესში განაცხადა.

კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ნეთანიაჰუ ღაზის სექტორის დემილიტარიზაციის და დერადიკალიზაციის მოწოდებით გამოვიდა.

მისი თქმით, ღაზას სამოქალაქო ადმინისტრაცია უნდა მართავდეს, „მაგრამ ახლო მომავალში ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ უსაფრთხოების ძირითადი კონტროლი, რათა ღაზა აღარასოდეს იყოს ისრაელისთვის საფრთხე“.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ღაზის მომავალ მმართველებს ისრაელის განადგურება არ უნდა უნდოდეთ.

ამასთან, ომის შემდგომ ხედვაზე საუბრისას ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელსა და ამერიკას რეგიონში ალიანსის შექმნა შეუძლიათ. ისრაელის პრემიერმა ამ ალიანსში სხვა ქვეყნებიც მიიწვია.

„ჩვენ მას „აბრამის ალიანსი“ უნდა ვუწოდოთ“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor