• July

    26

    2024
  • 80
  • 0
შალვა პაპუაშვილი – განსაცვიფრებელია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივობები, პოლიტიკური აგიტაცია არანაირ ნეიტრალურ სტანდარტში არ ჯდება

შალვა პაპუაშვილი – განსაცვიფრებელია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივობები, პოლიტიკური აგიტაცია არანაირ ნეიტრალურ სტანდარტში არ ჯდება

განსაცვიფრებელია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ბოლო პერიოდის აქტივობები, განსაკუთრებით მათი, რომელთაც პრეტენზია აქვთ, არჩევნების დროს დამკვირვებლები იყვნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, ხომ არ განიხილავს არჩევნებში ჩარევის მცდელობად არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიასა და „ლელოს“ შორის შეხვედრას.

პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე, რომლის ჩანაწერიც შემდეგ გავრცელდა, იხილეს, რაზე იყო იქ საუბარი, რაც „პოლიტიკური აგიტაციაა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და ცხადი დარღვევა ნეიტრალობის პრინციპის“.

„დამკვირვებლის მიმართ არსებობს ნეიტრალობის ვალდებულება, რაც ეუთო/ოდირ-ის სტანდარტია. არანაირ ნეიტრალურ სტანდარტში, პრინციპში არ ჯდება, როდესაც დამკვირვებელი ორგანიზაცია მოსახლეობასთან შეხვედრებს ატარებს პარტიებთან ერთად და პოლიტიკურ აგიტაციას ეწევა; შერჩეულ პარტიებს პლატფორმას აძლევს პოლიტიკური აგიტაციისთვის; თავად არის ჩართული პოლიტიკურ აგიტაციაში; ახდენს არჩევნების დისკრედიტაციას. შეხვედრაზე, რომლის ჩანაწერიც შემდეგ გავრცელდა, ვნახეთ, რაზე იყო საუბარი. ჩვეულებრივი პოლიტიკური აგიტაციაა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ცხადი დარღვევა ნეიტრალობის პრინციპისა. პირდაპირი, უაპელაციო საუბარი იყო რაღაც მოსალოდნელი გაყალბების შესახებ, რაც არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობაა, ასევე დამკვირვებლის ნეიტრალობის პრინციპის დარღვევა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor