• July

    27

    2024
  • 74
  • 0
ევროკომისიის კვლევით, ევროკავშირის მოქალაქეების თითქმის ორი მესამედი უსაფრთხოებითაა შეშფოთებული, გამოკითხულთა 50% ყველაზე დიდ გამოწვევად – უკრაინის ომს, 41% კი არალეგალურ მიგრაციას მიიჩნევს

ევროკომისიის კვლევით, ევროკავშირის მოქალაქეების თითქმის ორი მესამედი უსაფრთხოებითაა შეშფოთებული, გამოკითხულთა 50% ყველაზე დიდ გამოწვევად – უკრაინის ომს, 41% კი არალეგალურ მიგრაციას მიიჩნევს

ევროკომისიის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, ევროკავშირის მოქალაქეების თითქმის ორი მესამედი უსაფრთხოებით არის შეშფოთებული.

გამოკითხულთა დაახლოებით 47%-მა განაცხადა, რომ ისინი „საკმაოდ შეშფოთებულნი არიან“ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ევროკავშირის უსაფრთხოებით, 17% კი ამბობს, რომ „ძალიან შეშფოთებულია“. ამ გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე მეტად უსაფრთხოების საკითხები პორტუგალიის მოქალაქეებს აწუხებთ, შემდეგ მოდის გერმანია.

„იპსოსმა“ ონლაინ გამოკითხვა ივნისი-ივლისის პერიოდში ჩაატარა და მასში მონაწილეობა ევროკავშირის 25 000-მდე მოქალაქემ მიიღო.

გამოკითხვის მიხედვით, ევროკავშირის მოქალაქეების დაახლოებით 58% კვლავ ოპტიმისტურად არის განწყობილი ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით, 37 % კი – პესიმისტურად.

გამოკითხული მოქალაქეების დაახლოებით 50% მიიჩნევს, რომ ევროკავშირისთვის ამჟამინდელი ყველაზე დიდ გამოწვევა უკრაინის ომია, ხოლო გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა არალეგალური მიგრაციაა.

ცნობისთვის, პოლონეთში გამოკითხულთა 70% უკრაინაში არსებულ ვითარებას ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საფრთხედ მიიჩნევს, 30% კი მას უმნიშვნელოს ან არარსებულს უწოდებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor