
ვის ურიგებს ყოფილი პრეზიდენტი დუშეთში ტენდერებს ?
,,პლასტელინი “ ფორმაშია ?
მრავალი წელია, ჩვენ ვაწარმოებთ ჟურნალისტურ გამოძიებას საერთაშორისო დონის თაღლით გოქსელ გენჩის და მის არ არსებულ ფირმა ,, გენჩ ინშაათ საქართველოს ფილიალ”-ზე, რომელმაც, თურმე, ნახევარი თურქეთი, ერაყი და რუსეთის ფედერაცია გააშენა.
ორი წლის წინ, კერძოდ, 2020 – 2022 წლებში მიღებული ინფორმაციების საფუძველზე, ჩვენ ინტერნეტგამოცემა ,,ufeba. ge”-ზე გამოვაქვეყნეთ ჟურნალისტური გამოძიების მასალები, კონკრეტულად, დუშეთის ტენდერზე. ვაპირებდით, ასევე, გამოძიება გაგვეგრძელებინა გოქსელ გენჩის მიერ მოგებულ მარნეულის ტენდერის თემით, მაგრამ, ობიექტური მიზეზების გამო, ჩვენ დროებით შევაჩერეთ ჟურნალისტური გამოძიება…თუმცა, უახლოეს მომავალში ვაპირებთ ამ მეტად საინტერესო ტენდერს რამდენიმე პუბლიკაცია, მივუძღვნათ.
დუშეთის ტენდერს ჩვენ არ გავიხსენებდით, რომ კონფიდენციალურ წყაროებს არ მოეწოდებინათ მეტად საგანგაშო ინფორმაცია: ამ საქმეში გამოჩნდა ახალი ფიგურანტი, არც მეტი არც ნაკლები, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიგა ბოკერიას ბავშვობის მეგობარი ( ეს მეგობრობა, როგორც ამბობენ, დღემდე წარმატებით გრძელდება ), ბატონი გიორგი მარგველაშვილი. ,, პლასტელინად ” ცნობილი ბატონი გიორგი უკვე წლებია დუშეთში და მის შემოგარენში გამეფებულია. პლასტელინის თვისებასთან ერთად, მას მსახიობური ნიჭიც აღმოაჩნდა, მაგრამ არა იმ გაქანებისა, რომელიც დაამშვენებდა აკედემიურ თეატრს, არამედ მხოლოდ საცირკო ბალაგანს თუ წაადგება. პრეზიდენტყოფილი რაიონში იაფფასიან პოპულისტურ ნაბიჯებსაც არ ერიდება.
– ,, ის შედის მაღაზიაში, მას სთხოვენ, რომ ყოფილი პირველი პირი რიგში დგომით არ შეწუხდეს. ამ შეთავაზებაზე ბატონი გიორგი მორიდებით ბრძანებს: ერთი ჩვეულებრივი დუშელი ვარ და რიგის მიხედვით უნდა მომესახურონო, რაც ზოგიერთ შეუგნებელ მოქალაქეზე შთაბეჭდილებას ახდენს “, – გვიყვება კონფიდენციალური წყარო.
ასევე, ბატონი გიორგი, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მეგობრობს ქალბატონ მაკა ნაცვლიშვილთან, რომელიც წლების წინ თავქალობდა არ არსებული ფირმა ,, გენც ინშაათ საქართველოს ფილიალ”-ს, უფრო ზუსტად, იყო სავარაუდო თაღლითის გოქსელ გენჩის მოადგილე და მას საკმაოდ ხშირად ხედავდნენ თავის შეფთან ერთად ქ. თბილისში, ალსანიდის 34 ნომერში. მართლაც, საიდუმლოებით მოცული სახლია!
საინტერესოა, როგორც ამბობენ, ქალბატონ ნაცვლიშვილის მეგობარია, არც მეტი არც ნაკლები, მოქმედი იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და ისეთი მეგობარია, რომ ბატონმა რატიმ დააჯილდოვა ქალბატონი ნაცვლიშვილი საპატიო სიგელითაც კი ფართო საზოგადოებისთვის გაურკვეველი დამსახურებისთვის…
ზუსტად რომ ეს ქალბატონი აწერდა ხელს გოქსელ გენჩის მაგივრად დუშეთის ( არა მარტო ) ტენდერის ხელშეკრულებაზე და აწარმოებდა მოლაპარაკებებს რაიონის ხელმძღვანელობასთან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ფირმა ,, გენჩ ინშაათ საქართველოს ფილიალს “ არ გააჩნია მშენებლობისთვის ,, არც ქაფჩა და არც “ტაჩკა”. ხოლო, ჩვენი ინფორმაციით, დუშეთის ტენდერის მოგებაში ,,გენჩ ინშაათს” და მის ხელმძღვანელობას დიდად დაეხმარა გიორგი მარგველაშვილიც… დაინტერესებულ პირებს აღნიშნული ტენდერის მასალები შეუძლია იხილოს ინტერნეტგამოცემა ,, ufleba. Ge”-ზე. სხვა ტენდერების მასალები კი გაზეთ ,, საქართველოს რესქპუბლიკაში “…
ჩვენ ვიმედოევნებთ, რომ ამჯერად მაინც საგამოძიებო უწყება, კერძოდ, გომელაურის სამსახური, სადაც გოქსელ გენჩსა და მის არარსებულ ფირმაზე ტენდერებში ყალბი დოკუმენტების გამოყენებისდა გამო წლებია აღძრულია სისხლისსამართლის საქმე ( N 010251119001 ) გაეცნობა ჩვენს გამოქვეყნებულ მასალებს და დასვამს წერტილს ამ საქმეში, ანუ გამოავლენს იმ პირებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს გოქსელ გენჩის მორიგ აფერას.
დარწმუნებული ვართ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდება ამ მეტად საინტერესო საქმით.
p.s. შეგახსენებთ, ბიზნესმენი რაულ ნიჟარაძეც დაზარალებულია გოქსელ გენჩის მიერ, რაზედაც მარნეულის რაიონული სამმართველოს ალგეთის პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება, არადა, როგორც ცნობილია, 2018 – 2019 წლებში ორივე იღებდა მონაწილეობას ტენდერებში, როგორც ერთიანი გუნდი…
გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი.





