• July

    31

    2024
  • 80
  • 0
კახა კალაძე ტატო გრიგალაშვილს ვერცხლის მედალოსნობას ულოცავს

კახა კალაძე ტატო გრიგალაშვილს ვერცხლის მედალოსნობას ულოცავს

თბილისის მერი კახა კალაძე ტატო გრიგალაშვილს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მიღებას ულოცავს.

ქართველო სპორტსმენის წარმატებაზე თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და ოლიმპიადის ყველა მონაწილეს წარმატებები უსურვა.

„გუშინ ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოვიპოვეთ, ვერცხლი. მინდა, ტატო გრიგალაშვილს მივულოცო ეს წარმატება. ცხადია, ყველა ვგულშემატკივრობდით და გვინდოდა, ის ოქროს მედლით დაბრუნებულიყო საქართველოში, თუმცა სპორტია, ხდება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვერცხლის მედალი ავიღეთ. ვულოცავ ტატოს, ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ წარმატებას. რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ ყველა სხვა სპორტსმენსაც. დღეს ჩვენი პარასპორტსმენები გავაცილეთ. გვინდა, მათაც წარმატებები ვუსურვოთ ოლიმპიადაზე“, – განცხადა კახა კალაძემ.

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა – მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, 24 წლის ტატო გრიგალაშვილი ვერცხლის მედალოსანი გახდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor