• August

    6

    2024
  • 195
  • 0
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წვევამდელთა განაცხადების მიღება დაიწყო

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წვევამდელთა განაცხადების მიღება დაიწყო

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წვევამდელთა განაცხადების მიღება დაიწყო.

განაცხადის წარდგენა შეუძლია სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ 18-26 წლის წვევამდელს.
საკონტრაქტო სამსახურის გავლა ითვალისწინებს სამ დღეში ერთხელ მორიგეობის გრაფიკს.
წვევამდელები ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევით, ასევე შეღავათებით სტუდენტის სტატუსის შემთხვევაში და სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად.

საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვამდე, წვევამდელები გაივლიან სასწავლო შეკრებას, რომლის დროსაც ისინი:
– მიიღებენ თეორიულ ცოდნას;
– კვალიფიციური ინსტრუქტორების მეთვალყურეობით და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, გაივლიან პრაქტიკულ მომზადებას საბრძოლო ილეთების ათვისებით და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით;
– უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი და საბაზისო პირობებით.

წვევამდელმა განაცხადის შეტანისას უნდა წარადგინოს:
– მიწერის მოწმობა შესაბამისი რაიონული სამხედრო განყოფილებიდან;
– საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
– სხვა დოკუმენტები განაცხადის წარდგენის შემდგომ.
განაცხადების მიღება შესაძლებელია მისამართზე: ქ. თბილისი, 9 აპრილის N2.
დამატებითი ინფორმაციისთვის
დაგვიკავშირდით:  (032) 2 28 44 36; (032) 2 92 16 31 + შიდა (44 29 ან 41 81)

ინფორმაციას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ოფიციალურ სოციალურ გვერდზე ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor