• August

    12

    2024
  • 315
  • 0
ღალატი ,, ქართული ოცნების ” რიგებში – ალი ბაბაევი ,, ოცნების ” წევრებს ,, ნაციონალების ” ფარულ მხარდაჭერაში ადანაშაულებს ?

ღალატი ,, ქართული ოცნების ” რიგებში – ალი ბაბაევი ,, ოცნების ” წევრებს ,, ნაციონალების ” ფარულ მხარდაჭერაში ადანაშაულებს ?

ალი ბაბაევი : ,, მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც უნდა მშვიდობიანი და ძლიერი საქართველო – ჩვენ ყველამ ერთი აგური უნდა დავდოთ და გავერთიანდეთ ,, ქართული ოცნების ” გარშემო “

,, ქართული ოცნების ერთერთი დამფუძნებელი, ,, ოცნების ” პირველი პოლიტსაბჭოს წევრი, ,, საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის ” თავმჯდომარე, ალი ბაბაევი ,, ,, Geo News თან 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებს იხსენებს..

,, საშინელება დატრიალდა 2008 წლის აგვისტოს დღეებში მაშინ. ის ომი იმდროინდელი ხელისუფლების, არაპროფესიონალიზმის, უნიათობისა და ღალატის ბრალია “,- აცხადებს ალი ბაბაევი. 

ალი ბაბაევი : პირველ რიგში, მინდა მივულოცო საქართველოს ქართველი ოლიმპიელების გამარჯვება და წარმატებები ვუსურვო ჩვენს სპორტსმენებს. სასიხარულო ამბები არ მოგვეშალოს. კიდევ კარგი, რომ წლევანდელი წლის აგვისტოს თვე სასიხარულო აღმოჩნდა ჩვენთვის, 2008 წლის აგვისტოსგან განსხვავებით. იმ საბედისწერო დღეებში ჩვენი მოქალაქეები საკუთარ სამშობლოში ლტოლვილები გახდნენ. ბევრი დაიღუპა, მათგან ბევრი ვერც იპოვეს, ზოგიერთი ცხედრის იდენტიფიკაციაც არ მომხდარა. საშინელება დატრიალდა 2008 წლის აგვისტოს დღეებში მაშინ. ის ომი იმდროინდელი ხელისუფლების, არაპროფესიონალიზმის, უნიათობისა და ღალატის ბრალია. ევროპაში ან ჩვენს ქვეყანაში მაშინ რა თქვეს, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მე თვითონ ვიყავი ამ ომის მომსწრე. შეგახსენებთ, მე ვიყავი პირველი ადამიანი, რომელმაც გორსა და ატენის ხეობაში ჰუმანიტარული დახმარება შეიტანა. იქიდან დაახლოებით 12 აგვისტოს, ჩემი დაბადების დღეს, დამირეკეს და მითხრეს, მოსახლეობა ალყაშიაო. არაფერი არ ჰქონდათ, არც საკვები, არც მედიკამენტები. მე მაშინვე დავუკავშირდი ,, სოკარ ენერჯი ჯორჯიას “ გენერალურ დირეტორს, ბატონ მაჰირ მამედოვს,  რომელსაც ავუხსენი ვითარება, ვუთხარი : მზად ვარ, ყველანაირი საშუალება გამოვიყენო, რათა ჩავიდე იქ და ამ ადამიანებს დავეხმარო-მეთქი.იგი დამპირდა ფინანსურ დახმარებას. ჩვენ შევიძინეთ სურსათი და მედიკამენტები – თითო ოჯახისთვის დაახლოებით, 80 ლარის ოდენობის, ასე, 150 ოჯახისთვის. მე და ჩემი ორი მეგობარი  წავედით. აღმოჩნდა, რომ ამისთვის საჭირო იყო ჩვენი სასულიერო წარმომადგენელი და მივმართე მეჩეთს და მუსულმან სასულიერო პირთან და აზერბაიჯანელ კორესპონდენტთან ერთად მივადექით სოფელ ოკამს.

საქართველოს მხარეს მივუახლოვდი მაშინდელმა ,,კუდ”-ის წარმომადგენლებმა გამაჩერეს და მითხრეს, ვერ წახვალო.

მიზეზად რა დაასახელეს ?

– მე ვუთხარი, იქ მშიერი ხალხია და თუ არ წავალ, ხალხი შიმშილით დაიხოცება-მეთქი. შემდეგ ვკითხე: ვინ არის დღეს თქვენი ხელმძღვანელი-მეთქი. მითხრეს ირაკლი კოდუაო. მე ვუთხარი ბატონ ირაკლი კოდუას უთხარით, რომ ალი ბაბაევი ვარ, რაც გინდა გამიკეთეთ, მაინც შევალ-მეთქი. მოვიდნენ და მითხრეს: ირაკლი კოდუამ თქვა, შეუშვით, მაგრამ ცოცხალი დაბრუნდესო. მომერიდა ეტყობა, რადგან მე ვიცნობდი კოდუების ოჯახს. რომ გადავედი საქართველოს მხარეს, იქ რუსული ჯარი, ტანკები, ბეტეერები და ნაღმმტყორცნები იდგა, არტილერიის დანადგარებთან ერთად. იქაც წინააღმდეგობა შეგვხვდა და მე მათ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოვითხოვე. სასულიერო პირთან ერთად რომ ვიყავი, ამანაც უშველა საქმეს და გაგვატარეს. 25 საგუშაგო გავიარეთ, ყველგან მეკითხებოდნენ: ალი ბაბევ? ვეუბნებოდი: _ დიახ და მიშვებდნენ. მანამდე გენერალს ველაპარაკე და ვუთხარი : თქვენ არ გაქვთ უფლება, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის თანახმად, არ შემიშვათ-მეთქი. რაღას იზამდა, ერთი ის მკითხა: იარაღი ხომ არ გაქვთო, ,, ნა ჩორტ მნე ნუჟნა ვაშე არუჟიე, პრავერიწე ი ატპუსტიწე”-მეთქი ვუთხარი და როცა ნახეს, პროდუქტისა და მედიკამენტების გარდა არაფერი იყო გაგვიშვეს. მივადექით თედოწმინდას, იქაც იდგნენ ტანკები. ჩვენი მხრიდან ვერაფერი დავინახე რამდენიმე აფეთქებული ავტომობილისა და მიგდებული, მიტოვებული რეზერვისტების გარდა, რომლებიც გარბოდნენ.

თედოწმინდაში დამხვდნენ აზერბაიჯანელები, ქართველები და ოსები. მე მათ მივმართე : სამივე ერის თითო წარმომადგენელი მოვიდეს ჩემთან, ყველას უნდა გაგინაწილოთ, ერთი ოჯახი არ უნდა დარჩეს მშიერი. თუ ასე მოხდება მე მეორედაც მოვალ-მეთქი. როცა ყველაფერი გავანაწილეთ, გორისაკენ გავემართეთ, რადგან სხვა გზები უკვე აფეთქებული იყო. გორის მოსახლეობა პანიკაში იყო. ვარძელაშვილი არსად ჩანდა, მაგრამ მერიაში რომ მივედი, იქ დამხვდნენ შეყუჟულები და მითხრეს, საბავშვო ბაღს უჭირს და დაეხმარეო. დარჩენილი მქონდა ათი ფუთა და გადავეცით საბავშვო ბაღს და დავბრუნდით უკან. როცა გადმოვედი საქართელოს მხარეს, შემხვდნენ მაშინდელი ,, რუსთავი 2” -ის ჟურნალისტები. მომვარდნენ და მითხრეს: თქვი ის, რასაც გეტყვითო. რა გინდათ, რომ ვთქვა-მეთქი და ასე ილაპარაკე, რომ იქ ხალხს ძარცვავენ, ქალებს აუპატიურებენ, მოროდიორობენ და ა.შ.-ო ეგეთი რამ არ მინახავს და ვერ ვიტყვი-მეთქი, ვუთხარი, საერთოდ დამბლოკეს….ესენი იყვნენ სიმართლის მსახურები ? ომის დღეებში პირველი ჰუმანიტარული დახმარება მიიღო მოსახლეობამ და ეს ინფორმაცია დაბლოკეს.

ჩვენი შემდეგი ვიზიტი უკვე 16 აგვისტოს იყო, ატენის ხეობაში სოფელ ლევიტანში. ჩემთან ერთად იქ საქართველოში აკრედიტირებული სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლები იყვნენ, ყველა დახმარება „სოკარის“ დაფინანსებით და მაჰირ მამედოვის  თაოსნობით განხორციელდა. ეს უნდა იცოდეს ხალხმა. დიახ, ამ დელეგაციას ჩემთან ერთად ხელმძღვანელობდა დღევანდელი აზერბაიჯანის ელჩი ჰაიგ გულიევი. ის მაშინ ,, სოკარის ” თანამშრომელი იყო.

ატენის ხეობაში ხალხი უკიდურეს მდგომარეობაში დაგვხვდა. „პეჩენიები“ ჰქონდათ მხოლოდ საკვებად. ლევიტანში  დაახლოებით 45 ოჯახი დავაპურეთ. უკან რომ მოვდიოდით, მერის მოადგილემ გვთხოვა: რაც დარჩენილია, დაგვიტოვეთ, ჩვენ დავარიგებთო. ლომაია გვეხვეწებოდა: დარჩით, გზაში არაფერი მოგივიდეთო, მაგრამ ჩვენ კატეგორიული უარი ვუთხარით და წამოვედით.

მაშინდელი ხელისუფლების მიერ დაქირავებული ჟურნალისტები გვეხვეოდნენ, მაგრამ მათ დემონსტრაციულად არ მივეცი ინტერვიუ, რადგან რაც გავაკეთე, ჩემი მოქალაქეობრივი ვალი იყო.

მოგეხსენებათ, 25 კილომეტრია ახალგორიდან თბილისამდე, რუსული ჯარი კი იგოეთში იდგა. დიახ, ეს ყველაფერი იმ დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის უნიათობის ბრალია, რომელსაც სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. ეს სამხედრო და სახელმწიფო დამნაშავე დღეს კვლავ ბრძანებებს იძლევა ციხიდან. ცხადია, მხოლოდ სააკაშვილი არ ყოფილა დამნაშავე აგვისტოს ომის უბედურებაში. დამნაშავეა მისი ე.წ. გუნდი _ მერაბიშვილი, ადეიშვილი, ვაშაძე, ბოკერია, უგულავა, კეზერაშვილი და სხვები, მათმა ბოგინმა დიდი უბედურება მოუტანა საქართველოს. საბოლოოდ კი სავარაუდოდ იმ ომის მაპროვოცირებელმა აშშ-მ უარყო ყველაფერი და სააკაშვილს შეაწმინდა ხელი. მერე ტალიავინმაც დაადასტურა ეს.

თქვენი აზრით, რატომ უარყვეს ?

2007 წლის 7 ნოემბრის პროცესებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოს ჰყავდა ძლიერი ოპოზიცია, რომელიც უპირველეს ყოვლისა, იბრძოდა საქართველოსთვის. იბრძოდა ყაჩაღი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ატერორებდა ბიზნესს, ახალგაზრდებს ქუჩაში ხოცავდა, პატიმრებს ციხეებში აუპატიურებდა და უდანაშაულო ადამიანებს წამებით კლავდა. ვერ დავივიწყებთ მოლაშვილის წამებას, ვერც გირგვლიანს, ვერც რობაქიძეს, ვერც თეთრაძეს და სხვებს. მათ იცოდნენ, რომ სააკაშვილის რეჟიმი მთავრდებოდა და ამიტომ გააკეთეს ეს პროვოკაციული ქმედება. გვახსოვს მათი „მამები“, რომლებიც ევროპიდან ჩამოვიდნენ, და მათ სოლიდარობა გამოუცხადეს. 26 – ში ხალხი დაატერორეს და შემდეგ ზეიმი მოაწყვეს, აი რას უნდა ელოდო მსგავსი ხალხისგან ? სამწუხარო, იცით, რა არის ? ზუსტად ის ხალხი, რომელიც ატერორებდა საკუთარ მოქალაქეებს და აქ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ქართველებზე არ არის საუბარი. რეგიონებში ჩანერგილი ჰყავდათ თავიანთი აგენტები, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ ვაჟა ლილუაშვილი და კირკიტაძისნაირი ადამიანები და ატერორებდნენ აზერბაიჯანელ მოსახლეობას ქვემო ქართლში. ერთ-ერთი მსხვერპლი ჩემი ოჯახია. დამატერორეს, მიწა წამართვეს, მეუღლე დამიპატიმრეს, შვილი მე-12 კლასში ჩამიტოვეს, ორგანიზაცია ,, საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესი”, რომელიც ყველაზე აქტიური არასამთავრობო ორგანიზაცია იყო _ ჩამომართვეს.

მოდით, ღიად ვიტყვი – გვეყოფა ამდენი პორტირებული. „ოცნება“ გასაწმენდია. მე ვეთანხმები ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და ბატონ ირაკლი კობახიძეს _ კოჰაბიტაცია უნდა დასრულდეს. ორმა პრემიერ-მინისტრმა უღალატა „ოცნებას“- კვირიკაშვილმა და გახარიამ. ასევე ორმა პრეზიდენტმა – მარგველაშვილმა და ზურაბიშვილმა. უსუფაშვილი აიღეთ და მისი ქალბატონი. მეორე კაცი იყო პარლამენტში, თან ბატონ ბიძინას თვალებში უყურებდა და ატყუებდა.

დეპუტატები ხალხის მიერ უნდა იყვნენ არჩეული, ხალხზე უნდა ზრუნავდნენ, ხალხის პრობლემებზე, პარლამენტში ტელეფონებში თავი არ უნდა ჰქონდეთ ჩარგული.

თქვენ ბრძანდებით ,, ქართული ოცნების ერთერთი დამფუძნებელი, იყავით პირველი პოლიტსაბჭოს წევრი, თქვენი შეხედულებით, რა შეიცვალა ? როგორ მოგწონთ ,, ქართული ოცნების დღევანდელი მოღვაწეობა ? მათ საქმიანობაში  თქვენი როლი არ ჩანს, მათ გვერდით არ ჩანხართ და რაშია საქმე

 – მე დღესაც ,, ქართული ოცნების” წევრი ვარ, ფიცი მაქვს დადებული, რომ ვიქნები ბატონი ბიძინა ივანიშვილის ერთგული ადამიანი, რომელსაც არასდროს ვუღალატებ, მარტოც რომ დავრჩე იმ კაცის გვერდით. მიუხედავად ამისა, ენების მიტანა დაიწყეს ჩემს წინააღმდეგ. იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც ცრუ ინფორმაციებს აწვდიდნენ და აწვდიან ახლაც და არა მხოლოდ ჩემზე.

ანუ ჩაგძირეს,  ამას ამტკიცებთ ? გვითხარით გვარები…

 – მაგათ სინდისზე იყოს. მე სამშობლოს, პარტიისა და ბატონი ბიძინას წინაშე მართალი ვარ. რაც შეეხება ჩემს იგნორირებას, უკან გაწევას, ეს მათ გააკეთეს, რომლებმაც შემდეგ ბატონი ბიძინა გაყიდეს.

რადიკალური ოპოზიცია უკვე დადის რეგიონებში, რას ფიქრობთ, ხომ არ უცვლიან აზრს მოსახლეობას ? თქვენი ინფორმაციით, , ,, ქართული ოცნება “ ამ მიმართულებით მუშაობს ?

– პასიურობაა. ღიად ვამბობ – ხალხთან მუშაობის მეთოდები შეწყვეტილია, თუმცა, მაგალითად, დმანისში, ვიცი, რომ მიდის მუშაობა და ხალხთან შეხვედრები.

ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მუშაობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ,, ქართულ ოცნებას ” მოუგებენ. აი, როცა ბოლო ხმას დათვლიან და იქ 60 -70 პროცენტს დავდებთ, მერე ვიტყვი, რომ გუნდი გუნდია. დღეს ხალხთან გასვლაა საჭირო. მარტო მერების და მერიიის თანამშრომლების იმედზე არ უნდა იყოს ,, ქართული ოცნება”.

როგორც იცით, მე ვარ ,, საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის ” თავჯდომარე და თითქმის ყველა აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელში მყავს ჩემი წარმომადგენელი. ვმუშაობ იმისთვის, რომ ხალხს გავაგებინო ,, ქართული ოცნების “ სასიკეთო საქმეები.

„ოცნების“ დამსახურებაა ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი, მეორე ფრონტის არგახსნა და ა.შ. რაც დღესაც უნდათ. ,, ნაცმოძრაობა” რომ მოვიდეს პირველი პროვოკაცია აფხაზეთში ან სამაჩაბლოში იქნება. მაგრამ საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის დღეს მთავარი არის მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ასე რომ, ვერ გადაიბირებს ამ ხალხს ოპოზიცია. მართალია დიდი ფული ტრიალებს, მაგრამ არ მგონია მოახერხონ.

და მაინც, ახლა აქტივობას არ აპირებთ ? არ ფიქრობთ, რომ თქვენისთანა ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს პარლამენტში ეროვნული უმცირესობების მხრიდან ?

 თქვენ არ ხართ პირველი ჟურნალისტი, ვინც ამას ამბობს, მაგრამ მე მირჩევნია, რომ ჩემზე კომპეტენტური და ცნობილი ადამიანები იყვნენ პარლამენტში, არ აქვს ეროვნებას მნიშვნელობა. მე ჩემი პარტიის ერთგული ვარ. როგორც ძალიან ბევრი, ძველი გვარდია. 2007 წლიდან ვართ ,, ოცნების ” გვერდით. მივმართავ თქვენი მეშვეობით ,, ქართული ოცნების ” ხელმძღვანელბას – ოფისი რომ არის დაცული 2012 -ის ვინც ერთგულნი ვიყავით, დამფუძნებლების დამსახურებაცაა, და ამ ადამიანებისთვის არ უნდა იყოს კარი ჩაკეტილი. ჩვენგან სარგებელს მიიღებენ თუგინდ მდინარაძე, თუგინდ პარტიის თავმჯდომარე და სხვებიც.

რატომაა კარი ჩაკეტილი ? თქვენი აზრით, მიზეზი რა არის ?

– არიან ადამიანები, რომლებიც შიგნით არიან გამაგრებული, მაგრამ მე მწამს, რომ დადგება ის დრო, როცა ჩვენისთანა ერთგული ადამიანები დასჭირდებათ. ჩვენ არც თანამდებობები გვინდა და არც სხვა სიკეთეები, ჩვენ გვინდა, რომ ,, ქართულმა ოცნებამ “ მშვიდობიანი, სტაბილური პოლიტიკა შეინარჩუნოს და საქართველო წინ წავიდეს. ვიმეორებ, მხარს ვუჭერ კობახიძის მოწოდებას, რომ ჩვენ მშვიდობიანი გზით დავიბრუნებთ აფხაზ და ოს ხალხს.

გამონათქვამია, რომ რევოლუცია ხდება ყველაზე გაღატაკებულ ქვეყანაში. უნდათ საქართველოს გაღატაკება, მაგრამ ვერ ეღირსებიან. არაფრის შანსი არ აქვთ.

თუ საქართველოს მოსახლეობას 20 წლით უკან დაბრუნება უნდა, მივიდეს და ხმა მისცეს ტერორისტებს და მკვლელებს, რომლებიც დღეს გამოდიან თავიანთი ტელევიზიებით და ყალბ მშვიდობაზე გვესაუბრებიან.

საქართველოს მტერი არა გარეთ, არამედ შიგნით უნდა ვეძებოთ. ციხე შიგნიდან ტყდება.

–  თქვენი ინფორმაციით, გუნდში ვინმე ღალატობს ბიძინა ივანიშვილსლილუაშვილი, ჩუბინიძე, გომელაური, ესენი ხომ ერთგული ხალხია ? 

 ვინ ღალატობს ? გახარიამ არ უღალატა ? უსუფაშვილმა არ უღალატა ? ზურაბიშვილმა არ უღალატა ? მარგველაშვილმა არ უღალატა ? პარტიის დამფუძნებლების ნაწილმა არ უღალატა ?

გახარიას და სხვა ოპოზიციურ ძალებს რა შანსები აქვთ არჩევნებში ?

 ამაზე გიპასუხებთ ახლა და წინა კითხვაზეც. ,, ქართული ოცნები ”-დან ვინც ღალატით წავიდა, შანსი არ აქვს. ბარიერი შეიძლება გადალახოს გახარიამ, მაგრამ…მაგას ჯერ კიდევ ჰყავს პარლამენტში ხალხი, ზოგი წავიდა, ზოგი დარჩა, არჩევნებამდე კიდევ წავლენ მისგან. რაც შეეხება პრეზიდენტს : მე ღიად შემიძლია განვაცხადო, როგორც ,, ქართული ოცნების “ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და პოლიტსაბჭოს ყოფილმა წევრმა, რომ  უმადური და დაუნახავი ქალბატონია ისევე, როგორც მარგველაშვილი. ეგ ქალი თავიდანვე ჩანერგილი იყო. საზღვარგარეთის აგენტურისგან, რომელიც დღეს საფრანგეთის პოლიტიკას ატარებს რეგიონში.

ერთგულები არიან ის ადამიანები, რომლებიც დღემდე არც თანამდებობას ითხოვდნენ და არც ფულს. და 2012 წლის 1 ოქტომბრის მონაპოვარისთვის იბრძვიან დღესაც. აი ეს ხალხია დასაფასებელი. მე ჩემს პრინციპულ პოზიციებს ვიტყოდი პარლამენტში. თავის დროზე, როცა მინისტრის მოადგილის დონის პოსტი შემომთავაზეს, უარი ვთქვი. დიასპორის მინისტრის მოადგილეობა და განათლების მინისტრის მოადგილეობა. მე ხალხთან ურთიერთობა და მუშაობა მაინტერესებს. ჩემი 30-წლიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობის გამოცდილებიდან გამომდინარე, მირჩევნია, საქართველოს მოქალაქეებთან მივიდე და ავუხსნა მათ ის ძვრები, რაც ქვეყანაში კეთდება. იმედებს ვამყარებ კობახიძეზე, კალაძეზე, ჩიქოვანზე, ღარიბაშვილზე, ლილუაშვილზე, გომელაურზე, ჩუბინიძეზე. ეს ხალხი ერთგულია. მე მგონი, სხვამ ყველამ უნდა ჩაიხედოს თავის გულში.

ნაციონალური ტერორისტული ორგანიზაცია უკან ვერ დაბრუნდება. ვინც არიან და არეულობას ქმნიან ,, ოცნებაში ” შიგნიდან, შეიძლება ამის კეთება არც უნდოდეთ, მაგრამ , მათ წინააღმდეგ ,, ნაცებს “აქვთ კომპრომატები, ამიტომ არიან ჩუმად. ეს არის ,, ნაცმოძრაობის ” მეთოდი, ერთმანეთის ცოლებს ფარულად წერდნენ.

დაბოლოს, მე მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც უნდა მშვიდობიანი და ძლიერი საქართველო, ჩვენ ყველამ ერთი აგური უნდა დავდოთ და გავერთიანდეთ ,, ქართული ოცნების ” გარშემო. მოვა ,, ქართული ოცნება ” უმრავლესობით თუ არა ? თუ ხალხი ბრძენი და ერთგულია თავისი ტრადიციებისა და ქვეყნისა, მაშინ მათ ხმა უნდა მისცენ ,, ქართულ ოცნებას”, ხოლო ვინც არ მისცემს ხმას, ის ქვეყნისა და ქართველი ხალხის მტერია.

ქეთი ხომერიკი

 p.s. დღეს 12 აგვისტოს ბატონ ალი ბაბაევს 70 წელი შეუსრულდა. ,, Geo News “ ულოცავს მას დაბადების დღეს, უსურვებს ჯანმრთელობასა და წარმატებებს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ასპარეზზე.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor