• August

    15

    2024
  • 100
  • 0
ბექა ოდიშარია – „გორბის“ კვლევაზე ოპოზიციის რეაქცია ბუნებრივია, მათ დაინახეს რა კრახის წინაშე არიან, „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი დამაჯერებლად გაიმარჯვოს და საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს

ბექა ოდიშარია – „გორბის“ კვლევაზე ოპოზიციის რეაქცია ბუნებრივია, მათ დაინახეს რა კრახის წინაშე არიან, „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი დამაჯერებლად გაიმარჯვოს და საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს

„გორბის“ კვლევაზე ოპოზიციის რეაქცია ბუნებრივია, მათ დაინახეს რა კრახის წინაშე არიან, „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი დამაჯერებლად გაიმარჯვოს და საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიამ კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ „გორბის“ კვლევაზე, რომლის თანახმადაც, „საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, რესპონდენტთა 59.3% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, მეორე ადგილზე კი 13.1%-ით „ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გავიდოდნენ“.

ოდიაშარიას თქმით, ოპოზიციური პარტიების რეიტინგი მათი გაერთიანების შემდეგ კიდევ უფრო შემცირდა.

„ჩვენ გვქონდა ობიექტური გამოთვლების შედეგები და ეს დადასტურდა კიდეც აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებული გამოკითხვით, მათ შორის ალოკაციის გათვალისწინებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი დამაჯერებლად გაიმარჯვოს. ყველანაირი მოცემულობა ამისთვის არსებობს, ვგულისხმობ ხალხის ნდობას, რისთვისაც მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს, ჩვენს ამომრჩევლებს, მხარდამჭერებს. იქ ნათქვამია, რომ არის პლუს-მინუს 3% ცდომილების შესაძლებლობა. ვიმედოვნებ, რომ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იქნება ეს ყველაფერი.

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ახლა ხელოვნურად გაერთიანდნენ, იდე უფრო დააკნინეს ისედაც დაკნინებული რეიტინგი. ვფიქრობ, ეს კვლევაც სწორედ ამ 4 გაერთიანებამდე იქნა ჩატარებული და ოპოზიციას კიდევ უფრო მეტად დააკლდება ხმები. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს რადიკალური დღის წესრიგი, საკუთარი ქვეყნის მიმართ მავნებლური ქცევა რაც უფრო გაღრმავდება, გაძლიერდება, უფრო და უფრო მეტ მომხრესა და ხმას დაკარგავენ. შესაბამისად, ამ შედეგებით და ჩვენი პროგნოზით, „ქართული ოცნება“ მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას და დააკომპლექტებს მთავრობას“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor