• August

    15

    2024
  • 91
  • 0
ლაშა დარსალია – ბოლო წლებში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე მხარდაჭერა განსაკუთრებულად მზარდია

ლაშა დარსალია – ბოლო წლებში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე მხარდაჭერა განსაკუთრებულად მზარდია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების მიერ საქართველოს მიმართ გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებას გამოეხმაურა.

„მივესალმებით გაერო-ს უშიშროების საბჭოზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის განხილვას. ამ მხრივ, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ მალტის თავმჯდომარეობას, როგორც უშიშროების საბჭოს მიმდინარე თავმჯდომარეს“, – აღნიშნა დარსალიამ.

მისივე თქმით, ამ პროცესს წინ უძღოდა დიდი მუშაობა, რომელიც ჩატარდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ თავის პარტნიორებთან. გარდა ამისა, მინისტრის პირველმა მოადგილემ განმარტა, რომ ეს არ არის ერთეული სხდომები ან ერთეული განცხადებები. დარსალიას განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში ასეთ ფორმატში შეხვედრები მუდმივად ტარდება.

ამასთან, ლაშა დარსალიამ ისაუბრა ზოგადად საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

„მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელიც ყველა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში აქვს საქართველოს, იქნება ეს ევროსაბჭო, ეუთო თუ ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც მიიღება მთელი რიგი რეზოლუციები, განცხადებები. მინდა, ხაზი გავუსვა განსაკუთრებით ბოლო წლებში მზარდ მხარდაჭერას საქართველოს რეზოლუციების მიმართ. მაგალითად, გენერალურს ასამბლეაზე წელს საქართველოს რეზოლუციას 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ასეთი რეზოლუციები აქვს საქართველოს ადამიანის უფლებათა საბჭოში, ასევე ყველა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში. აქვე დავამატებდი საერთაშორისო სასამართლოების ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს. საერთაშორისო სამართლის მიერ, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოების მიერ ცალსახად განსაზღვრულია რუსეთის ფედერაცია, როგორც ოკუპაციაზე პასუხისმგებელი ქვეყანა“, – განაცხადა დარსალიამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor