• August

    18

    2024
  • 104
  • 0
გარდაიცვალა ალენ დელონი

გარდაიცვალა ალენ დელონი

88 წლის ასაკში ფრანგული კინოს ლეგენდა, მსახიობი, კინორეჟისორი და სცენარისტი ალენ დელონი გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგულ მედიას მისმა შვილებმა დაუდასტურეს.

ოჯახის განცხადებით, მსახიობი ლუარის რეგიონში მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა, სამი შვილისა და ოჯახის სხვა წევრების გარემოცვაში.

ალენ დელონი არაერთი ჯილდოს მფლობელი იყო, მათ შორის მიღებული ჰქონდა „სეზარის“ პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „ჩვენი ისტორია“, იყო ნომინირებული „ოქროს გლობუსზე“, მინიჭებული აქვს ბერლინისა და კანის კინოფესტივალების საპატიო ჯილდოები.

ალენ დელონი იყო საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელი.

მსახიობმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმებისთვის „თაკარა მზე“, „როკო და მისი ძმები“, „ლეოპარდი“, „შავი ტიტა“ და სხვა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor