• August

    21

    2024
  • 93
  • 0
ბიძინა ივანიშვილი – ყველაფერი უკან დაგვრჩება, თუ საქართველო მშვიდობას ვერ შეინარჩუნებს, საკმარისია ერთი პატარა შეცდომა და შეიძლება, ქვეყანა საერთოდ დავკარგოთ, რაც არ უნდა დავუშვათ

ბიძინა ივანიშვილი – ყველაფერი უკან დაგვრჩება, თუ საქართველო მშვიდობას ვერ შეინარჩუნებს, საკმარისია ერთი პატარა შეცდომა და შეიძლება, ქვეყანა საერთოდ დავკარგოთ, რაც არ უნდა დავუშვათ

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას საჭიროებს – ყველაფერი უკან დაგვრჩება, თუ საქართველო მშვიდობას ვერ შეინარჩუნებს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მცხეთაში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე.

მისი თქმით, რეგიონში ომი მომავალ წელს აუცილებლად დასრულდება, მანამდე კი საქართველოში არეულობა და მეორე ფრონტის გახსნა არ უნდა დავუშვათ.

ივანიშვილის განცხადებითვე, რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს მმართველი პარტია 26 ოქტომბერს, მით უფრო განმტკიცდება მშვიდობა და ნაკლები დაბრკოლება შეექმნება ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

„საკმარისია ერთი პატარა შეცდომა და შეიძლება, ქვეყანა საერთოდ დავკარგოთ, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. რეგიონში ომი მომავალ წელს აუცილებლად დასრულდება. შესაბამისად, მთავარია, ეს რამდენიმე თვეც გავძლოთ, საქართველოში არეულობა და მეორე ფრონტის გახსნა არ დავუშვათ, ქვეყანა შევინარჩუნოთ და როგორც კი ომი დასრულდება, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უკვე ვერავინ და ვეღარაფერი დაემუქრება.

რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბერს, მით უფრო განმტკიცდება მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო მშვიდი იქნება ნოემბერი და დეკემბერი, მით უფრო მშვიდი იქნება მომდევნო ოთხი წელიწადი, მით უფრო ნაკლები დაბრკოლება შეექმნება ქვეყნის საერთო წინსვლას და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, ასევე, მით უფრო მალე გადაიტვირთება ურთიერთობები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor