• September

    18

    2023
  • 318
  • 0
დათო ლორთქიფანიძე : ე.წ. ოპოზიცია ცდილობს ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს – ქუჩის აქციები მათი პოლიტიკური ჰარაკირით დასრულდება

დათო ლორთქიფანიძე : ე.წ. ოპოზიცია ცდილობს ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს – ქუჩის აქციები მათი პოლიტიკური ჰარაკირით დასრულდება

,, სუს”-ის დღევანდელ განცხადებაზე უნდა ვთქვა, რომ თუ ვინმესთვის ეჭვს იწვევს ის, რომ ეს ე.წ. ოპოზიცია, მხოლოდ და მხოლოდ, არეულობის იმედად არის, ცდება”,- ამის შესახებ ,, ქართული ოცნების” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დათო ლორთქიფანიძემ ,,Geo News” – თან საუბრისას განაცხადა.

,, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს. მეტიც, წლებია კაბინეტ-კაბინეტ დადიან ევროპასა და ამერიკაში თხოვნებით, რომ საქართველოს სტატუსი არ მისცენ, ოღონდ რეალურად საქმე იმაშია, რომ მათი მხარდამჭერები შეაუდარებელ უმცირესობაში არიან და ქუჩის აქციები მათი პოლიტიკური ჰარაკირით დასრულდება.

უნდა ილოცონ, რომ მათ მიერ გამწარებული, მოკლულების ოჯახის წევრები, წართმეული ბიზნესმენების ყოფილი მფლობელები ( ვინც ცოცხლად გადარჩენენ ), მათი ოჯახის წევრები და მხარდამჭერები, ასევე საპატიმრო ადგილებში დამცირებასა და ფიზიკურ ძალადობებს გამოვლილი ადამიანების ასი ათასობით მხარდამჭერები არ გამოვიდეთ ქუჩაში და მათ ერთხელ და საბოლოდ არ დავუმთავროთ ეს მათი გზააბნეული და მავნებლური ბზუილი”, – განაცხადა დათო ლორთქიფანიძემ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორაცია, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციასა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor