• August

    31

    2024
  • 82
  • 0
ნონა გაფრინდაშვილი დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა

ნონა გაფრინდაშვილი დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა

წეროვანში მდებარე მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს ნონა გაფრინდაშვილი ესტუმრა. მან ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა.

ნონა გაფრინდაშვილმა საკუთარი სპორტული ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენა და სამხედრო მოსამსახურეების შეკითხვებსაც უპასუხა.

მოჭადრაკესა და დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შორის ჭადრაკში ბლიცტურნირი გაიმართა.

ნონა გაფრინდაშვილმა სარეაბილიტაციო ცენტრსა და სამხედრო მოსამსახურეებს გადასცა საკოლექციო დაფა ავტოგრაფით და სამახსოვრო ბარათები.

საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრები მომავალშიც გაიმართება. მსგავსი შეხვედრები მიზნად ისახავს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, მათი მოტივაციის გაზრდასა და მხარდაჭერის გაძლიერებას.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor