• September

    5

    2024
  • 65
  • 0
გივი მიქანაძე – წყალტუბოში მომხდარი შემთხვევა არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ფაშისტური საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა

გივი მიქანაძე – წყალტუბოში მომხდარი შემთხვევა არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ფაშისტური საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა

წყალტუბოში მომხდარი შემთხვევა არის კიდევ ერთი დადასტურება და გამოხატულება იმ ფაშისტური პოლიტიკის და საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიქანაძემ ერმილე გიგიაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და მმართველი გუნდის სახელით, გიგიაძის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

„დღევანდელი ბრიფინგის დაწყება გვიწევს უმძიმესი ამბით, რომელიც ეხება ჩვენი გუნდის წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას. გუშინ წყალტუბოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი როლანდ ნუცუბიძე ჩვენი პარტიის ოფისში მივარდა და ერმილე გიგიაძეს არაერთგზის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც, ნერვიულობის ფონზე ეს ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება და გამოხატულება იმ ფაშისტური პოლიტიკის და საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა და აგრძელებს ამას თავისი ჩვეული მეთოდებით.

მინდა, ჩვენი გუნდის სახელით გამოვხატო ღრმა მწუხარება და სამძიმარი ერმილე გიგიაძის ოჯახის და ახლობლების მისამართით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor