• September

    6

    2024
  • 58
  • 0
ირაკლი კობახიძე – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის გაფართოებას ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებს

ირაკლი კობახიძე – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის გაფართოებას ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებს

მასშტაბურად გაფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, კიდევ უფრო მეტად, იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს 4 წლის თავზე, 2028 წლისთვის 30 000-მდე სტუდენტის მიღება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს საჭიროებს შესაბამისი სასწავლო პროგრამების გაფართოებას, დამატებით კვალიფიციური პერსონალის მოწვევას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში და ამ გეგმის განხორციელება თავიდან ბოლომდე დაფინანსდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ.

„რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამაზე მინდა ორი სიტყვა გითხრათ, მე მქონდა საუბარი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და არის ძალიან ამბიციური გეგმები, რომლებიც უკავშირდება უნივერსიტეტის შემდგომ გაფართოებას. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ვგეგმავთ უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნის განვითარების სამომავლო 4-წლიანი გეგმის წარდგენას საზოგადოების წინაშე და ამ გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იქნება განათლების რეფორმის განხორციელება და კონკრეტულად, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საუნივერსიტეტო რეფორმის განხორციელებაზე და აქ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაიკავებს განსაკუთრებულ ადგილს. ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანაში არსებობდეს ორი განსაკუთრებული საგანმანათლებლო კერა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსტიტეტის სახით, რომლებსაც თანაბარი დატვირთვა ექნებათ ქვეყანაში განათლების მიწოდების თვალსაზრისით. ეს გულისხმობს იმას, რომ მასშტაბურად გაფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, კიდევ უფრო მეტად, იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს ოთხი წლის თავზე, 2028 წლისთვის 30 000-მდე სტუდენტის მიღება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ და რა თქმა უნდა, ეს საჭიროებს შესაბამისი სასწავლო პროგრამების გაფართოებასაც, დამატებით კვალიფიციური პერსონალის მოწვევას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში და ეს გეგმა აუცილებლად განხორციელდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ამ გეგმის განხორციელება თავიდან ბოლომდე დაფინანსდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ, რისი მზაობაც მან პირადა დაადასტურა და ამისთვისაც მას განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო“, – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor