
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი – ბრიტანეთის ინტერესი ბრიტანელი და არა ქართველი ხალხის ინტერესია, ის, რომ „არავინ სთხოვს საქართველოს გახსნას მეორე ფრონტი“ მხოლოდ რიტორიკაა, რადგან ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს
უკრაინის ომის დაწყებიდან მეოთხე წლისთავზე ბრიტანეთის ელჩი საქართველოსგან რუსეთისათვის სანქციების დაწესებას ითხოვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩის, გარეტ უორდის განცხადებას, რომლის მიხედვითაც: „საქართველოს არავინ სთხოვს მეორე ფრონტის გახსნას. ეს დეზინფორმაციაა. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს შეუძლია, შეასრულოს თავისი როლი ევროპულ სანქციებთან შეერთებით“. როგორც










