
სოფელ გლდანიდან სარაჯიშვილის გამზირამდე ახალი მარშრუტი ამოქმედდება, სადაც N560 მიკროავტობუსი იმოძრავებს
21 თებერვლიდან სოფელ გლდანიდან სარაჯიშვილის გამზირამდე ახალი მარშრუტი ამოქმედდება, სადაც N560 მიკროავტობუსი იმოძრავებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. დედაქალაქის მერიის ცნობით, სოფელი გლდანიდან აღნიშნულ მარშრუტზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა. „მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობას დაიწყებს ალექსანდრე ყაზბეგისა და იმერეთის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან, გაივლის ალექსანდრე ყაზბეგის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, 26 მაისის, დავით აღმაშენებლის, მიხეილ გამკაძის, გელა ოჩიაურის, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩებს,










