
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით კახეთში ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული დ.ვ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თელავში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული თავისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით, კონფლიქტის ნიადაგზე, ნაცნობს – 1993 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს განზრახ შეეჯახა, რის










