
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
სომხეთის პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ „სომხეთის რკინიგზის“ მართვის უფლება რუსეთისგან მესამე ქვეყანამ გამოისყიდოს, მოსკოვში ფაშინიანს არ ეთანხმებიან
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ნებისმიერმა მესამე ქვეყანამ, რომელსაც აქვს თბილი ურთიერთობები როგორც სომხეთთან, ისე რუსეთთან, უნდა გამოისყიდოს რუსეთისგან სომხეთის რკინიგზის მართვის კონცესიური უფლებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ფაშინიანი ამბობს, სომხეთი კარგავს სტრატეგიულ პოზიციებსა და კონკურენტულ უპირატესობებს. „„ტრამპის გზის“ პროექტის შიგნით არიან ძალები, რომლებიც ამბობენ: „მოდით, ისე მოვაწყოთ, რომ მეღრის შემდეგ, როცა რკინიგზა შევა ნახჭევანში, მან გვერდი აუაროს სომხეთს“. ისინი










