
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი დააკავა, მათ შორის არის ნარკორეალიზაციასა და ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართული 81 ადამიანი
შსს-მ ბოლო 48 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი დააკავა, მათ შორის ნარკორეალიზაციასა და ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართული 81 ადამიანი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. „როგორც მოგეხსენებათ, თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს, მის ყველა სამართალდამცავ უწყებას უკომპრომისო ბრძოლა გვაქვს










