
კულტურის სამინისტროში ლევილის ქართველთა მამულის მმართველი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
საქართველოს კულტურის სამინისტროში ლევილის ქართველთა მამულის მმართველი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ლევილის მამულის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. ლევილის ქართული აკადემიის ხელმძღვანელმა ლევილის მამულის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული, განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ანგარიში წარადგინა; ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ლევილის მამულში პირველი რესპუბლიკისადმი მიძღვნილი










