
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
„როსატომს“ ეგვიპტის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების „განზრახ უგულებელყოფაში“ ადანაშაულებენ
„როსატომს“ ეგვიპტის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების „განზრახ უგულებელყოფაში“ ადანაშაულებენ. გამოცემა „პოლიტიკოს“ ხელში ჩაუვარდა ეგვიპტის ატომური ელექტროსადგურების ორგანოს (NPPA) შიდა დოკუმენტები და 4 ივნისით დათარიღებული ოფიციალური წერილი, სადაც ეგვიპტური მხარე რუსეთის სახელმწიფო კორპორაციას, „როსატომს“ უსაფრთხოების სტანდარტების „განზრახ უგულებელყოფასა“ და ბირთვული უსაფრთხოების დარღვევაში ადანაშაულებს. საუბარია ეგვიპტეში „ელ-დაბაას“ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის პროცესში გამოვლენილ მასშტაბურ ხარვეზებზე.










