
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან ხარაბაძემ საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონული სამმართველოების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. სამუშაო შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები და საგამოძიებო დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელი პირები. სამსახურის უფროსმა დეტალური ინფორმაცია მოისმინა რეგიონული სამმართველოების სამოქმედო ტერიტორიებზე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, დანაშაულის სტატისტიკისა და










