
15 მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების პროექტირება-მშენებლობა იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თხუთმეტ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების პროექტირება-მშენებლობას იწყებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მათივე ცნობით, კონკურსებში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან ერთად შეხვდა. „ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს მშენებლობებთან დაკავშირებული ძირითადი მიდგომები,









