
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ყასიმ-ჟომართ თოყაევი – დღეს ხელს მოვაწერთ ერთობლივ განცხადებას, რომელიც საქართველოსთან ურთიერთობებს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანს
დღეს ხელს მოვაწერთ ერთობლივ განცხადებას, რომელიც ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანს, – ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გაფართოებულ ფორმატში შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა. „საქართველო ჩვენთვის გამოცდილი და უაღრესად სანდო პარტნიორია. განსაკუთრებით ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს ღრმა ისტორიული ფესვები, საერთო










