
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
რევაზ ნადარაია – ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ რომ გაგაფრთხილებს სასამართლო და კიდევ იმავეს აკეთებ – ზაზა ბიბილაშვილი პროცესზე დესტრუქციისა და სასამართლოსთვის თავდასხმისთვის იმყოფებოდა
ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ სასამართლო რომ გაგაფრთხილებს, შეურაცხყოფის შემცვლელ ელემენტებსაც არ მიაქცევს ყურადღებას და კიდევ იმავეს აკეთებ… ბატონი ზაზა ბიბილაშვილი აქ არ შემოგვერთებია ჩვენ, რომ სამართლებრივად გაემდიდრებინა ეს პროცესი, დესტრუქციისთვის მოვიდა და მხარეებისა და სასამართლოსთვის თავდასხმისთვის, – ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, ზაზა ბიბილაშვილს, რის შემდეგაც ის სხდომათა დარბაზიდან გააძევა.










