
ირაკლი კობახიძემ ახალი თანამდებობები მიულოცა სულხან თამაზაშვილს, ზურაბ პატარაძესა და გეკა გელაძეს
პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრი, ბატონი სულხან თამაზაშვილი, მინდა, მას წარმატებები ვუსურვო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კობახიძემ ხაზი გაუსვა სულხან თამაზაშვილის წარმატებულ საქმიანობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე და განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს. „კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო მისი ძალიან წარმატებული საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის










