• May

    8

    2026
  • 37
  • 0
ირაკლი კობახიძემ ახალი თანამდებობები მიულოცა სულხან თამაზაშვილს, ზურაბ პატარაძესა და გეკა გელაძეს

ირაკლი კობახიძემ ახალი თანამდებობები მიულოცა სულხან თამაზაშვილს, ზურაბ პატარაძესა და გეკა გელაძეს

პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრი, ბატონი სულხან თამაზაშვილი, მინდა, მას წარმატებები ვუსურვო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კობახიძემ ხაზი გაუსვა სულხან თამაზაშვილის წარმატებულ საქმიანობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე და განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს.

„კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო მისი ძალიან წარმატებული საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე, სადაც ერთი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. მას წარმატებებს ვუსურვებ ახლა უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის პოზიციაზე,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ ახალი თანამდებობები მიულოცა და წარმატებები უსურვა ზურაბ პატარაძესა და გეკა გელაძეს.

„კიდევ ერთხელ მივულოცავ ბატონ ზურაბ პატარაძეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებას და ბატონ გეკა გელაძეს, ჩვენს კოლეგას ვულოცავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავებას. ყველას გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor